რუსთავში დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ქვეყნის პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ყურადღება ხარისხიანი განათლების მიღების აუცილებლობაზე გაამახვილეს. დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტი 1000-მდე სტუდენტს მიიღებს, მათგან 400 უცხოელი სტუდენტი იქნება. უცხოელი სტუდენტებისთვის 5-სართულიან შენობაში, მოწყობილია საცხოვრებელი ოთახებიც. შენობაში ასევე იფუნქციონირებს სასადილო, ბიბლიოთეკა და სორტული დარბაზი. რაც შეეღება გადასახადს, სწავლის ღირებულება ერთი სემესტრი სამედიცინო ფაკულტეტზე 3000-დოლარი ეღირება, საექთნო კურსებზე სწავლის ერთი სემესტრის ღირებულება კი 750-დოლარი იქნება.