რუსთავში 2 მამაკაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით რუსთავის პოლიციამ 36 და 29 წლის მამაკაცები ქალაქის სხვადასხვა მისამართზე დააკავა.
სპეციალური ღონისძიება ჩატარდა ლეონიძის ქუჩაზე და XIX მიკრორაიონში.
არსებული ინფორმაციით დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი აღმოაჩნდათ.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
დაკევებულებს ბრალად ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა ედებათ.