რუსთავში ლითონის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო აშენდება. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების სააგენტო ავრცელებს.
საწარმო სხვადასხვა სახის ლითონის ნაწარმსა და კონსტრუქციას წარმოებას შესძლებს, რომელთა წლიური მოცულობა 6 000 ტონა იქნება.
საწარმოს მოწყობისა და ფუნქციონირების დასაწყებად 2 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამასთან, შპს „construction service“-ი გამოთქვამს მზადყოფნას საწარმოს შექმნის შემდგომ დაასაქმოს 30 ადამიანი.
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „construction service“-ს ქალაქ რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 10000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა.
საწარმოს აშენება 2 წელში იგეგმება.