"გაიცანი ჰერალდი"

2020-01-17 19:45:44

"გაიცანი ჰერალდი" - ახალი პროექტის პრეზენტაცია რუსთავის თეატრში გაიმართა.

შეხვედრის მიზანი, არაფორმალური განათლებისა და მედიაგანვითარების ცენტრი "ჰერალდის", საზოგადოებისთვის გაცნობა იყო.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, გაიმართება ფოტოგამოფენა, თემაზე "განათლება". კონკურსში მონაწილეობის მიღება, მე-7 კლასიდან, მე-12 კლასის ჩათვლით, რუსთაველ ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომლებმაც საკუთარი ნამუშევარი 10 თებერვლამდე, ორგანიზაციის მეილზე უნდა გააგზავნონ.

გამარჯვებული 500 ლარით დაჯილდოვდება, დანარჩენ მონაწილეებს კი ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. მათ ასევე ჩაუტარდებათ 10 მასტერკლასი, თემაზე "ხელოვნება განათლების განვითარების შესახებ"

"პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. საკმაოდ კარგი ინიციატივაა. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად არაფორმალური განათლება, რომელიც არანაირად უშლის ხელს აკადემიურ განათლებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ განავითაროს თავისი ნიჭი და ცოდნა", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა.

შეხვედრას ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლები, სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.