ინსტაგრამის ახალი რეგულაციები

2020-01-17 14:58:30

წაშლის თუ არა ინსტრაგრამი ფოტოშოფში დამუშავებულ ფოტოებს?  

დეკემბერში Instagram-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიყალბესთან ბრძოლას იწყებს.

ისინი ითანამშრომლებენ Fact-checking გვერდებთან და Instagram-იდან წაშლიან ყველა ფოტოს, რომელიც ყალბი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანია.

მათ უკვე დაიწყეს ფოტოების სოციალური ქსელიდან წაშლა და ამ სიაში აღმოჩნდა ციფრული არტისტების მიერ სხადასხვა პროგრამით შექმნილი ფოტოებიც.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როგორ აპირებს Instagram-ი განასხვავოს ერთმანეთისგან ხელოვნებისთვის შექმნილი და დამუშავებული და პროპაგანდისტული ფოტოები ერთმანეთისგან.