ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტი

2020-01-17 11:41:50

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი მართვის მოწმობის დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების განმარტებით, ბრალდებულმა 600 აშშ დოლარის საფასურად დაამზადა და გაასაღა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობა.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობები. ასევე, მართვის მოწმობების მიღებასთან დაკავშირებული ყალბი საგამოცდო ბარათები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით

RUSTAVI