რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა

2020-01-17 00:39:45

რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით XVII მიკრორაიონში, 56 წლამდე კაცმა 28 წლის ცოლს სცემა.

მამაკაცმა მეუღლეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მამაკაცი დააკავეს.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, სსკ 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და სსკ 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობ."