17 იანვარს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-01-16 16:47:25

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს .

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 იანვარს 06:30-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში კოსტავას, გარეჯის, მეგობრობის, კონსტიტუციის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე.

ასევე, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.