ავსტრიაში ქართველი დააკავეს

2020-01-17 10:35:35

ავსტრიაში 27 წლის ქართველი მამაკაცი მაღაზიაში ქურდობისთვის დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია აქვეყნებს.

ქართველმა მაღაზიაში ერთი ქილა "Red Bull" შეიძინა და სალაროსთან ფულის გადასახდელად მივიდა. მოლარემ რაღაც იეჭვა და მამაკაცს ზურგჩანთის გახსნა სთოვა, მან კი გაქცევა სცადა. მაღაზიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მისი დაჭერა მოახერხა და დაკავებული ჰყავდა მანამ, სანამ პოლიცია მოვიდოდა.

პოლიციის მოსვლის შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, მამაკაცმა მაღაზიიდან 443 ევროს ღირებულების ელექტრო ბატარიები მოიპარა.