წარწერა "რუსთავის" ახალი ფუნქცია [photo]

2020-02-15 17:07:59

რუსთავის თეატრის უკან მდებარე სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება.

ამის შესახებ ირაკლი ტაბაღუამ საპროექტო სამუშაოების განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მერმა მათთან ერთად დეტალურად განიხილა ყველა ის საკითხი, რომელიც სკვერის რეაბილიტაციას ეხებოდა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კონცეფცია, თუ როგორ შეიძლება იყოს სკვერი. კონცეფციის მიხედვით, სკვერში განთავსდება ინგლისური და ქართული წარწერა "რუსთავი", რომელიც სკვერში მისული ადამიანებისთვის ჩამოსაჯდომ და მოსასვენებელ ფუნქციასაც შეასრულებს. ასევე იგეგმება, პარკში ევროპაში ყველაზე გრძელი სკამი დაიდგას.

შეგახსენებთ, ამ პროექტთან ერთად იგეგმება ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციაც და ორივე ლოკაციაზე სამუშაოებისთვის სავარაუდოთ, 4-დან 5 მლიონამდე ლარი დაიხარჯება.