ამერიკის ერთ-ერთ შტატში, შესაძლოა, მობილური ტელეფონის ტარება 21 წლამდე ასაკის ადამიანისთვის აიკრძალოს.
ინფორმაციას Business Insider ავრცელებს. კერძოდ, ვერმონტის შტატში კანონმდებლები უკვე მუშაობენ კანონპროექტზე, რომლის დამტკიცების შემთვევაში, 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის მობილურის ტარება დასჯადი გახდება.
კანონმპროექტზე მუშაობის დაწყების მიზეზად ამერიკაში მართვის დროს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი რაოდენობას ასახელებენ.
აღნიშნული კანონის მიმღების შემთხვევაში, 21 წლამდე დამრღვევი პირს ან 1000$ ჯარიმის გადახდა ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.