მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა

2020-01-13 20:40:04

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახთაკლიაში 29 წლის მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების გამგემ თეა გელაშვილმა განუცხადა, პაციენტი ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

"ოჯახის წევრების მიერ შემოყვანილია 29 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა სხეულის ტრავმული დაზიანება. ახლობლების თქმით, იყო სიმაღლიდან ვარდნა საყოფაცხოვრებო პირობებში საქმიანობის დროს. პახიენტს ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას. ამ ეტაპზე აგრძელებს გამოკვლევებს და შემდგომ იგეგმება მისი გადაყვანა რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" თეა გელაშვილმა.