რუსთავის 2020 წლის ბიუჯეტში, როგორც შემოსულობების, ასევე გადასახდელების ნაწილის გეგმა 58 213 600 ლარით განისაზღვრა - ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული ტრანსფერი 8 944 400 ლარით განისაზღვრა.
გრანტების ნაწილში კი, შემოსულობების გეგმა, 653 500 ლარით გაიზარდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კავთიაშვილმა განუცხადა, აღნიშნული თანხა გზებისა და ტროტუარების კაპიტალურ შეკეთებას მოხმარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები სააკაძის ქუჩას, ბათუმის ქუჩამდე და ჩერკასის ქუჩის ტროტუარებს ჩაუტარდება.