43 წლის ასაკში, რუსთაველი ექიმი-ტრავმატოლოგი, სოსო გოგია, მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ინფო რუსთავის ინფორმაცით, სოსო გოგია ბოლო ორი წელი მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობდა.
ამერიკაში წასვლამდე ექიმი-ტრავმატოლოგი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა.
გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
"ინფო რუსთავი" გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.