ირანის ქუჩებში ხალხი გამოვიდა [video]

2020-01-11 23:21:57

ირანის ქუჩებში ხალხი გამოვიდა. [ვიდეო/video]

მას შემდეგ, რაც ირანმა ოფიციალურად აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს და ეს უბედური შემთხვევა ადამიანურ შეცდომას დააბრალეს, ირანელი ხალხი პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდა.

თეირანში ამირ ქაბირის უნივერსიტეტის წინ შეკრებილი ხალხი ქვეყნის უზენაესი მმართველის, აითოლა ალი ხამეინის გადადგომას ითხოვს. ამ დროისთვის ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს რომელსაც სახელმწიფომ სპეცრაზმი დაუპირისპირა. აქციაზე იყო რადენიმე შეტაკება, არიან თუ არა დაშავებულები ამ დროისთვის უცნობია.

ირანული მედიაზე FARS News Agency დაყრდნობით წერს რომ, აქციის მონაწილე სტუდენტებმა შეკრება ავიაკატასტროფის ადგილიდან დაიწყეს. შეგახსენებთ რომ ქასენ სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ ეს ირანელების პირველი აქციაა.

BBC წერს, რომ მომიტინგეების რიცხვი დიდი არაა, მაგრამ ამ აქციამ შესაძლოა მომავალში დიდი საპროტესტო ტალღა წარმოშვას.

უკრაინული თვითმფრინავი ირანში 8 იანვარს გაამთენიისას ჩამოაგდეს. შემთხვევის შედეგად 176 ადამიანი გარდაიცვალა.