"აირზენას" თვითმფრინავის პილოტს ბოინგი მოუსრიალდა (ვიდეო).

2017-04-17 12:53:31

ქართული ავიაკომპანიააირზენასთვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაჯდომისას სამიმოსვლო ბილიკიდან გადავიდა და მიწის მასაში  ჩაეფლო. თვითმფრინავი თბილისი - მოსკოვის რეისს ასრულებდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის  ბორტზე 107 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ავიაკომპანია „აირზენაში“  აცხადებენ, აღნიშნული  ავარიული დაშვება არ ყოფილა და შემთხვევა პილოტის გაუფრთხილებლობამ გამოიწვია. მას ბოინგი მოუსრიალდა და ბორბალი ტალახში ჩაეფლო. კომპანიამ მგზავრების ევაკუაცია დროულად განახორციელა. თვითმფრინავის ბორბალი კი ტექნიკურ შემოწმებაზე გადაიტანეს. ნახეთ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა. (ვიდეოს ბმული:
https://www.youtube.com/watch?v=VWWD4Z6NXjA  )