რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოებამ ეროვნული სამოსის დღე ღონსძიებებით აღნიშნა.დროშებითა და ბაირაღებით ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ჩოხოსნებმა თავდაპირველად, რკინიგზის სადგურიდან ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრამდე ფეხით მსვლელობა მოაწყეს.საკათედრო ტაძარში რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოებას ახალი წევრები შეემატნენ.ღონისძიებები გაიმართა რუსთავის გიგა ლორთქიფაიძის სახელობის თეატრშიც,მსურველებს თეატრის ფოიეში წარმოდგენილი ეროვნული სამოსის დათვალიერბა შეეძლოთ.გაიმართა კონცერტიც, რომელში მონაწილეობაც ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს და პატრიოტულ თემაზე შექმნილი ნომრები წარადგინეს.თეტრში წარმოდგენილ ღონისძიებებს მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.