"ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ რუსთავში ათეულობით მძღოლი დაჯარიმდა.
ჯარიმა კი მძღოლებს ნომრის ამომცნობმა კამერებმა ავტომატურად გამოუწერა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია იმ ავტომობილებზე რომელიც, მეპატრონემ, ტექინსპექტირებაზე დროულად არ შეამოწმა.
მანქანებს რომელსაც ტექინსპექტირება გავლილი არ აქვს რუსთავში დამონტაჟებული ვიდეო კამერები ადვილად აფიქსირებენ.
საჯარიმო სანქცია 50 ლარით განისაზღვრება. წესების დამრღვევი ავტომობილების დიდ ნაწილს "ჭკვიანი კამერები" რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე და ქალაქის ცენტრალურ (მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ) ხიდზე აფიქსირებს.