11 იანვარს შედარებით გამოიდარებს. მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
12 იანვარს, დღის ბოლოდან და 13 იანვარს კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი იქნება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 11 იანვარი +9°C, 12 იანვარი +9°C, 13 იანვარი +11°C, 14 იანვარი +10°C.