რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ამჟამად საქართველოში

2020-01-10 13:19:28

„ნუ აჰყვებით რუსულ პროპაგანდას. ჩვეულებრივი ზამთარია ჩვეულებრივი გრიპით,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს განახლდება.

იმნაძე ამბობს, რომ სეზონური ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება.

ცნობისთვის, ქვეყანაში ამ ეტაპზე ძირითადად ბე ტიპის ვირუსი ცირკულირებს.