ირანში აფეთქებულ თვითმფრინავში გარდაცვლილ 176 მგზავრს შორის ახლად დაქორწინებული წყვილიც იყო. არაშ პურზაარაბმა და პუნე გურჯმა პირველ იანვარს თეირანში ოჯახის წევრების გარემოცვაში იქორწინეს. 8 იანვარს კი კიევის გავლით კანადაში საკუთარ სახლში ბრუნდებოდნენ.
როგორც ინფო რუსთავმა გაარკვია, პუნეშ გურჯი ფერეიდნელი ქართველი იყო. მას მისი მეგობრები და კოლეგები ახასიათებენ, როგორც ნიჭიერ და ზრდილობიან ახალგაზრდას.
შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფას 176 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 83 ირანის მოქალაქე და 63 კანადის მოქალაქე იყო. ბორდზე ასევე იმყოფებოდნენ უკრაინის