რა გახდა თვითმფრინავის აფეთქების მიზეზი [video]

2020-01-10 11:19:29

ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ხვდება ირანის მიერ გასროლილი რაკეტა უკრაინულ თვითმფრინავს. მისი რეალურობა უკვე დაადასტურა New York Times-მა, CNN-მა და სხვა დიდმა გამოცემებმა. [ვიდეო/video]

შეგახსენებთ, 8 იანვარს ირანის ტერიტორიიდან, თეირანის აეროპორტიდან აფრენილი უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა და აფეთქდა. ირანის მხარე კატასტროფას ტექნიკურ გაუმართაობას აბრალებდა, თუმც ამერიკამ, კანადამ, ევროპამ და უკრაინამ დაადასტურეს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო სისტების მოხვედრა იყო.