"ირანმა თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდო"

2020-01-09 22:08:49

ამერიკა სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანმა ჩამოაგდო.

CNN წერს, რომ მას შემდეგ, რაც ირანმა ერაყში ამერიკული ბაზების დაბომბვა განახორციელა, ერთ საათში თეირანიდან აფრენილი უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამერიკის ეს მოსაზრება სატელაიტისა და რადარების მონაცემებზეა დაყრდნობილი. არსებული ინფორმაციით ირანში, უკრაინული ბოინგის კატასტროფის მახლობლად, რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა Tor-M1 რაკეტის ფრანგმენტი იპოვეს.

ამერიკელი ექსპერტების და მედიის მიერ გავრცელებულ ვერსიას ასევე იზიარებენ ევროპის უსაფრთხოების ოფიციალური წარმომადგენლებიც.

გარდა ამისა, ირანის მხარე Boeng-ს შავ ყუთს არ აძლევს უკრაინას, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია გაირკვეს, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდა და აფეთქება.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს გამთენიისას თეირანიდან რამდენიმე წუთის აფრენილი უკრაინული თვითმფრინავი ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა, სამწუხაროდ ვერცერთი მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.