ამერიკული კომპანია Apple ბაზარზე ახალ სმარტფონს iPhoneSE2-ს იგივე iPhone9-ს უშვებს. ინფორმაცია ამის შესახებ OnLeaks-მა გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, სმარტფონი გაყიდვაში წლის პირველ ნახევარში გამოვა .
რაც შეეხება ახალი პროდუქტის ვიზუალსა და მონაცემებს, ის განსხვავებული იქნება iphone 11 სერიისგან და ვიზუალურად iphone 8-ის მსგავსი იქნება. სმარტფონის ეკრანი 4.7-ინჩიანი იქნება, განსხვავებულია წინა პანელზე არსებული ჩარჩოები, რომელიც iphone 6 გავს. ახალ ტელეფონს ასევე ძველი სტილის თითის ანაბეჭდი სენსორი ექნება.
სმარტფონის ზომები 138.5 x 67.4 x 7.8 მმ იქნება და A13 Bionic პროცესორზე იმუშავებს, 3 GB ოპერატიულ მეხსერებასთან ერთად.