გაორმაგებული საფასური რუსთავში

2020-01-09 20:30:19

რუსთავში, გაზის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური გაორმაგდა.

მოქალაქეებს, 1 იანვრიდან, 400 ლარის ნაცვლად, 800 ლარის გადახდა მოუწევთ.

აღნიშნული ცვლილება, 2019 წლის 27 დეკებერს, გაზის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილებით შევიდა.

ცვლილების მიხედვით გაორმაგებული ფასის გადახდა თბილისში, ქუთაისში, ფოთში და ბათუმშიც მოუწევთ.