რუსთავში მამაკაცმა პიროტექნიკა სახესთან აიფეთქა

2020-01-09 00:51:30

რუსთავში მამაკაცმა პიროტექნიკა შემთხვევით სახესთან აიფეთქა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით შემთხვევა XII მიკრორაიონში მოხდა.

24 წლის მამაკაცი საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების დროს დაშავდა, ახალგაზრდას ასაფეთქებელი სახესთან აუფეთქდა და ნიკაპი დაუზიანა.

დაშავებული კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, მას შესაბამისის სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია.

მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.