ამერიკის პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი

2020-01-08 20:39:07

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მთელი მსოფლიო ელოდა.

ტრამპმა ბრიფინგი თეთრ სახლში გამართა და განაცხადა რომ - "არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაზიანებულა ირანის მიერ, ჩვენი ჯარისკაცები არიან უსაფრთხოთ და მხოლოდ უმნიშვნელო ზიანი მიადგა ჩვენს ბაზებს. ირანის მხრიდან ბირთული იარაღზე მუშაობის გაგრძელება მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. ჩვენი მხრიდან ირანელი გენერლის ლიკვიდაცია მოხდა იმის გამო რომ ის იყო ჩართული სხვადასხვა ტერორისტული აქტების მომზადებაში.

აშშ დაუყოვნებლივ უწესებს სანქციებს ირანს. ჩვენ გვაქვს შეიარაღება და გყვავს ჯარი, არ გვსურს ამ ყველაფრის გამოყენება მაგრამ შესაძლოა მოგვიწიოს. მე მივმართავ ირანის ხალხს რომ ჩვენ გვსურს ამ ქვეყნის განვითარება და გვინდა მშვიდობა."