რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2020-01-08 18:42:16

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 იანვარს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებელთა ნაწილს რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, თოდრიას, კლდიაშვილის ქუჩებზე, ახალგაზრდული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00-დან 13:00 საათამდე - მე-7, მე-8 მიკრორაიონებში, შარტავას, ქუთაისის ქუჩებზე, კინოთეატრ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, 13:00-დან 14:00 საათამდე - ქ. რუსთავის გასასვლელში, თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალზე არსებულ ობიექტებს, 14:00-დან 15:00 საათამდე - მე-6, მე-11 მიკრორაონებში, ლომოურის, ფალიაშვილის, მელიქიშვილის, ახმეტელის, ჭყონდიდელის ქუჩებზე, 15:00-დან 16:00 საათამდე - თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.