დეტალები ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე

2020-01-08 18:18:21

დღეს გამთენიისას თეირანის დროით 06:12 საათზე უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ერთ-ერთი თვითმფრინავი ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. თვითმფრინავის 176 მგზავიდან არავინ გადარჩენილა. CNN-ის ინფორმაციით ბორტზე 82 ირანის, 63 კანადის, 11 უკრაინის, 10 შვედეთის, 4 ავღანეთის, 3 გერმანიისა და 3 ბრიტანეთის მოქალაქე იმყოფებოდა.

თავდაპირველი ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი მისი ტექნიკური გაუმართაობა იყო. თუმცა საერთაშორისო გამოცემები მის აფეთქებას ირანში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ. არაბული გამოცემა Al Hadath-ი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს, რომ ირანმა ავიამზიდი შემთხვევით ჩამოაგდო. გასულ ღამეს ირანმა ერაყში ამერიკის სამხედრო ბაზებზე ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, დანიშნულების ადგილს ვერცერთმა რაკეტამ ვერ მიაღწია. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ თვითმფრინავის ჩამოგდებას.

გარდა ამისა, ირანის მხარე არ აპირებს boeng-ს შავი ყუთი გადასცეს. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების პრეზიდენტი ევგენი დიხნე აცხადებს, რომ თვითმფრინავი ტექნიკურად გამართული იყო და გამორიცხავს პერსონალის შეცდომას.
ვრცელდება ინფორმაციაც, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავიაკომპანიებმა
ირანისა და ერაყის მიმართულებით ფრენები შეწყვიტეს.