ქალაქ ტენერიფში ერთ-ერთი ბინიდან გადაიღეს ვიდეო, თუ როგორ გადმოძვრა პატარა გოგონა ფანჯრიდან და საცხოვრებელი ბინის გარე პატარა კიდებზე სიარული დაიწყო. გოგონა სწრაფი ნაბიჯებით სახლის აივნისკენ გაიქცა და შემდეგ ისევ უკან ფანჯარასთან დაბრუნდა. [ვიდეო/video]
როგორც უცხოურ მედიაში წერენ, ოჯახი ქალაქში დასასვენებლად იყო ჩასული.
შემთხვევის დროს მცირეწლოვანის დედა აბაზანაში იმყოფებოდა და ბავშვის ფანჯრიდან გადასვლა ვერ შეამჩნია.