რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდა

2020-01-08 13:35:30

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს

მეგობრობის ქუჩა N 14-ში, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 8 იანვარს 12:50 სთ-დან 15:00 სთ-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება: მეგობრობის ქ. N 12ა, N14, N 16-ს  და ფალიაშვილის ქ. N 4, N 6-ს.

მაიაკოვსკის ქუჩა N 6ა-ს მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 8 იანვარს 13:30 სთ-დან 19:30 სთ-მდე  წყლის მიწოდება შეუწყდება: მაიაკოვსკის ქუჩის N 6ა, N 6, N 8-ს.