ბრძოლა სიყალბესთან [video]

2019-01-08 11:28:05

ფეისბუქმა დააანონსა, რომ  სოციალური ქსელიდან წაიშლება ყველა ვიდეო და ფოტო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არის შექმნილი.
რა არის ,,დიფფეიკები" ? [ვიდეო/video]

დიფფეიკები არის ვიდეოები ან სურათები, რომელიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. მასში ასახული ადამიანები არ არიან რეალურები და ისინი ხშირად ორი ადამიანი ერთობას წარმოადგენენ. მაგალითად, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ შესაძლოა ეჭვი არ შეიტანოთ, რომ ეს ბარაკ ობამა არაა, თუმცა ბარაკ ობამას არასდროს ჩაუწერია ასეთი ვიდეო და არ უსაუბრია ამ თემაზე. ეს არის კარგი მაგალითი დიფფეიკების.


სწორედ ამის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა ფეისბუქმა. დიფფეიკები ხშირად პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების შერწყმითა და გადანაცვლებით კეთდება, რაც მნახველზე ნამდვილობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ხერხს მიმართავენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებაში სიცრუის გავრცელება და მათი შეცდომაში შეყვანა  სურთ.

ფეისბუქი დამოუკიდებელ ფაქტ-ჩეკერებთან ერთად შეამოწმებს ვიდეოების ავთენტურობას და ფეისბუქის პოლიტიკის დარღვევის შემთხვევაში წაიშლება სოციალური ქსელიდან.