რუსთავში სკვერებს აწესრიგებენ

2020-01-09 13:19:29

დასუფთავების მობილური ჯგუფები ქალაქის მასშტაბით რეკრეაციულ ზონებს ასუფთავებენ.

რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა სკვერები გამხმარი ტოტებისა და ფოთლებისგან გაწმინდეს. სამუშაოებში 40-მდე თანამშრომელი იყო ჩართული.

როგორც ინფო რუსთავს რუსთავსერვის ცენტრში განუცხადეს, ინტენსიურად მიმდინარებს როგორც სკვერების ასევე ქუჩების და ეზოების დასუფთავებაც.