შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის მერის მოადგილეებმა, გოჩა ლორიამ და ბესიკ ტოგონიძემ, ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა, მოხუცებულთა სახლ „ქსენონის“ ბენეფიციარები მოინახულეს.
მოხუცებს, დღესასწაული მიულოცეს, ტკბილეული და საშობაო ნუგბარი გადასცეს.
"უპირველესად შობის ბრწყინვალე დღესასწაულს მივულოცავ ყველა მართმადიდებელ ქრისტიანს, ჩვენს რუსთაველებს და სრულიად საქართველოს. ეს არის სიყვარულის დღესასწაული. ჩვენს ლამაზ მოხუცებს მივულოცეთ დღევანდელი დღე, შობის ბრწყინვალე დღესასწაული. ჩვენ დღეს ისე როგორც არასდროს გვჭირდება სიყვარული, ერთად დგომა და შობა ზუსტად ამის გამოხატულებაა. უფალი მოევლინა ამ ქვეყანას და ყველას ჩაგვისახა იმედი უკეთესი მომავლის, რწმენისა და სიყვარულის", - განაცხადა მერის მოადგილემ ბესო ტოგონიძემ.