გერმანიაში 4 ქართველი დააკავეს.

2017-04-16 15:06:28

გერმანიაში 4 ქართველი მამაკაცი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ  გერმანული პორტალი www.mdr.de ავრცელებს.

გერმანული პლიციის ინფორმაციით, 22-დან 30 წლამდე ასაკი ქართველები ქალაქ  ლაიფციგში ბინებს ძარცვავდნენ. მამაკაცები პოლიციის ოფიცრებმა ქურდობის მიმდინარეობისას შეამჩნიეს, რის შემდეგაც მათ გაქცევა სცადეს, თუმცა დადევნებისა და გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ ოთხივე მათგანი აიყვანეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინებიდან პოლიციამ მოპარული კომპიუტერები, საათები და სამკაულები ამოიღო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.