შობის დღესასწაულთან დაკავშირებით რუსთავის ქუჩებში ალილოს მსვლელობა გაიმართა. სასულიერო პირებმა, სტიქაროსნება და ეკლესიის მრევლმა მოსახლეობას ქრისტეს შობა გალობით მიულოცეს და საშობაო ნობათი შეაგროვეს. ალილოს მსვლელობა სიონის ტაძრიდან დაიწყო, პირველად მესხიშვილის ქუჩაზე გაჩერდნენ, სადაც ბავშვებმა ქართული ნაციონალური ცეკვა შეასრულეს. რუსთაველებს დღესასწაული მიულოცა რუსთავის სიონის წინამძღვარმა მამა დიმიტრიმ.
,, ამ საზეიმო განწყობით უნდა ვახაროთ რუსთაველებს და მივულოცოთ დღევანდელი დღე, რადგან მაცხოვარი იშვა ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი სულების ცხონებისთვის, ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ"- აღნიშნა მამა დიმიტრიმ.
მსვლელობაში მონაწილეობა რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორიამაც მიიღო.