თურქეთის პოლიციამ 2 პირი დააკავა

2020-01-07 13:04:10

თურქეთში, ანტალიაში, პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმული საქართველოს 4 მოქალაქე, გაანთავისუფლეს და ქვეყანა დაატოვებინეს.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, თურქეთის პოლიციამ საოპერაციო სამუშაოები, ერთროულად რამდენიმე მისამართზე გაატარა.

გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქე, 2 მამაკაცი, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილ ქალებს სასტუმროში პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებდნენ.

თურქეთის პოლიციამ საქართველოს 4 და მოლდოვეთის 1 მოქალაქე ქალი გაანთავისუფლა.