რუსთავში, შობის დღესასწაულზე პირველი ბავშვი "კლინიკა რუსთავში" დაიბადა.
რუსთავის მერის მოადგილემ გოჩა ლორიამ შობის ღამეს დაბადებული პირველი ახალშობილი და მისი მშობელი მოინახულა.
"რუსთავს და მთელ საქართველოს მივულოცავ შობა-ახალ წელს. ბედნიერებას, გამრავლებას, სიხარულს და სიყვარულს ვუსურვებ ყველას. ჩვენს სამშობიაროში პირველი ბავშვი, მარიამ ბარათაშვილი და ამჟამად სამი ქალბატონი არის მშობიარობის პროცესში. ასეთი ბედნიერი დღეები მრავად ჰქონდეს, როგორც რუსთავს ასევე მთელ საქართველოს", - განაცხადა სამშობიარო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბადრი გერენავამ.
კლინიკაში, ქალაქის მერის მოადგილე გოჩა ლორია იმყოფებოდა, რომელმაც ახალშობილის დედას და მედპერსონალს დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
"დღეს ტრადიციულად, საშობაო მილოცვის მიზნით შემოვიარეთ სამშობიაროში. მივულოცეთ ახალშობილის შეძენა ქალბატონს და კოლექტივს", - განაცხადა მერის მოადგილემ გოჩა ლორიამ.
აღსანიშნავია, რომ ბარათაშვილების ოჯახს მეორე შვილი შეეძინათ, გოგონას მარიამი დაარქვეს.