გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 იანვარს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებელთა ნაწილს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, ახმეტელის, ლომოურის ქუჩებზე, 12:00-დან 13:00 საათამდე - ფალიაშვილის, ლომოურის, მშენებელთა ქუჩებს, მე-11, მე-7, მე-7ა, მე-6 მიკრორაიონებში, 13:00-დან 14:00 საათამდე - ფალიაშვილის, მეგობრობის, თბილისის, მაჩაბელის, ვაჟა-ფშაველას, ვახუშტის, მელიქიშვილი, გონაშვილის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.