მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-01-05 23:27:00

6-7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს რაიონში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 6-7 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 6 იანვარი +9°C, 7 იანვარი +10°C, 8 იანვარი +11°C, 9 იანვარი +9°C.