რუსთავში ჩვილი გარდაიცვალა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით წლინახევრის ბავშვი სახლში დაიღუპა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს, ექიმებმა ჩაატარეს შესაბამისი ღონისძიებები თუმცა არსებული ინფორმაციით ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
ამ დროისთვის ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს".