ხანძარი რუსთავში [video]

2020-01-04 23:47:34

ხანძარი იყო რუსთავში ბალანჩივაძის ქუჩაზე. [ვიდეო/video]

საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ცეცხლი გაჩნდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი გამათბობლიდან ფარდაზე გადავიდა, რის შემდეგაც ოთახში მალევე გავრცელდა.

დაიწვა საძინებელი, ბინაში მამაკაცი იმყოფებოდა რომელიც ხანძარს უვნებლად გადაურჩა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.