უცნაური ქურდობა რუსთავში

2020-01-04 00:45:02

უცნაური ქურდობა რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-სთვის საახალწლო პერიოდში მომხდარი ქურდობებს შორის ყველაზე უცნაური ქურდობის შესახებ გახდა ცნობილი.

ერთერთი მოქალაქე "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს რომ მეგობრობის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან ტოლმა მოიპარეს.

არსებული ინფორმაციით ოჯახის დიასახლისმა ღამე ტოლმა ქვაბით გისოსებიან ფანჯარაში დადგა დილით კი ტოლმა ადგილზე არ დახვდა.

ფანჯარაში მხოლოდ ქვაბი იყო, ტოლმის ქურდებმა გისოსების გამო კერძი ქვაბიანად ვერ წაიღეს და ამიტომ ტოლმა სათითაოდ ამოიღეს და სავარაუდოდ ალტერნატიული ჭურჭლით წაიღეს.

აღნიშნული ფაქტი 3 წლის წინ დაფიქსირდა.