ირაკლი კაპანაძე 19 წლის რუსთაველი მუსიკოსია, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ახალ მუსიკალურ პროექტში "დიდ სცენაში" მონაწილეობს. ირაკლი უკვე საუკეთესო ათეულშია და ბრძოლას გამარჯვებისთვის განაგრძობს.
"ინფო რუსთავან" საუბრისას ირაკლი ყვება რომ, 7 წლის ასაკში მუსიკალურ სკოლაში შევიდა და საგუნდო განხრით ექვსწლედი დაამთავრა. შემდეგ სწავლა ნიჭიერთა ათწლედში საფორტეპიანო განხრით განაგრძო, ამავდროულად მუსიკალურ გუნდ "თუთარჩელაშიც" მღეროდა.
"ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა ვოკლის პედაგოგი არასდროს მყოლია, შესაბამისად, სოლო კარიერას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი", - ამბობს ინფო რუსთავთან საუბრისას ირაკლი კაპანაძე.
13 წლიდან მელოდიების წერა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ მუსიკის შექმნა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. 2018 წელს მუსიკალური ჯგუფი "ჟირაფი" შეიქმნა და მისი სოლისტი გახდა. მისი თქმით, ჯგუფი ხშირად მონაწილეობს რუსთავსა და თბილისში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში.
"აქამდე პრიორიტეტად არ დამისახავს, რომ სოლო კარიერისთვის მიმეხედა, თუმცა ახლა ვფიქრობ, დროა. დიდი სცენა ჩემი პირველი პროექტია და დიდ იმედებს ვამყარებ. კონკურსის ფორმატი საინტერესო და სამართლიანია, შეფასება ხდება კომპეტენტური ჟიურის მიერ. ზარი უფასოა, თანაც აუცაიდერს კიდევ ეძლევა შესაძლებლობა მაყურებელს თავი მოაწონოს", - ამბობს ახალგაზრდა მუსიკოსი.
გამარჯვების სურვილი და ამბიციაც აქვს, სწორედ ამიტომ არის უკვე ათეულში და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მისი თქმით, ყველაზე ღირებული, რაც ამ პროექტისგან უკვე მიიღო, ადამიანური ურთიერთობებია.
"პროექტი მორჩება, მაგრამ ეს ადამიანები და ის გამოცდილება, რასაც ეს კონკურსი მომცემს, დარჩება", - ამბობს ირაკლი კაპანაძე.
თვლის, რომ პროექტში გამარჯვება უფრო მეტად სახელისთვის ღირს, ვიდრე პრიზისთვის, რადგან, როგორც მომღერალს გამარჯვება მისცემს ცნობადობასა და საშუალებას, რეალიზაცია გაუწიოს საავტორო მუსიკას. ამბობს, რომ რუსთაველობა მისთვის საამაყოა, ამის მიზეზი კი ის საზოგადოება, რომელშიც გაიზარდა.
იმისათვის, რომ ირაკლი პროექტში დარჩეს და ფინალამდე მისასვლელი ეტაპები გაიაროს გულშემატკივრების მხარაჭერაა საჭირო. მომღერალი რუსთაველებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ კვირას 22:00 საათზე რუსთვი 2-ის ეთერში უყურურონ მის გამოსვლას, მოწონების შემთხვევაში კი დაურეკონ ნომერზე 0322 77 99 15. ზარი უფასოა და ერთი ნომრიდან ერთი ხმის მიცემაა შესაძლებელი.