რუსთავში ქუჩებს ასუფთავებენ

2020-01-03 14:48:21

ქალაქის მასშტაბით დაგვა-დასუფთავების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

სამუშაოები კოსტავას ქუჩიდან დაიწყო. დასუფთავდა შუა გამყოფი ზოლი, დამცავი ჯებირები, საავტომობილო და საფეხმავლო გზები.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა სკვერებიც დაასუფთავეს, ტერიტორია, პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

სამუშაოები "რუსთავსერვის ცენტრის" სამსახურმა შეასრულა.