რუსთავში თითების ამპუტაცია 5 ადამიანს დასჭირდა

2020-01-03 20:51:27

საახალწლო დღეებში რუსთავში პიროტექნიკის გამოყენებისას 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 მოზარდი იყო.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით დაშავებული 8 ადამიანიდან 5-ს თითების ამპუტაცია დასჭირდათ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ პეტარდა, ე.წ. მაშხალა, შუშხუნა, ეს არ არის გასართობი და სათამაშო. საჭიროა ძალიან ზუსტად ინსტრუქციის შესრულება და ეს არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ბავშვებისათვის. ჩვენს კლინიკაში არ დასჭირვებია, თუმცა ბავშვთა კლინიკებში იყო შემთხვევები, სამწუხაროდ, დასჭირდათ თითების ამპუტაცია. მოხდა ორი პაციენტის გადამისამართება, სადაც ბავშვთა ტრავმატოლოგიური სამსახური იყო აუცილებელი, რადგან ამ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი თითის მოტეხილობა ჰქონდა პაციენტს“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.