ესპანეთის ქალაქ მადრიდში ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობის დროს დააკავა. ინფორმაციას ესპანური მედია აქვეყნებს. ორი მამაკაცი სან-ბლაზის დასახლებაში ერთ-ერთი სახლში შეიპარა. მეზობელმა სახლიდან ხმაური გაიგო, მან იცოდა, რომ მეპატრონეები შინ არ იმყოფებოდნენ, და პოლიციაში დარეკა.
პოლიციამ ადგილზე მისვლის შემდეგ ქურდობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დაიჭირა. ერთ-ერთმა მამაკაცმა ფანჯრიდან გაქცევა სცადა, რა დროსაც მეოთხე სართულიდან მეორე სართულზე ჩავარდა და სხეული დაზიანებები მიიღო.
ესპანურ პოლიციაზე დაყრდნობით, ერთ-ერთი ქართველი მანამდეც შემჩნეული იყო კრიმინალში. მამაკაცები ესპანეთში ტურისტებად იმყოფებოდნენ, პოლიციელების თქმით, ისინი მადრიდში ჩეხეთის გავლით სწორედ ყაჩაღობისთვის ჩავიდნენ.