ქართველი მამაკაცი ძარცვის დროს გარდაიცვალა

2020-01-03 11:51:27

საბერძნეთში ორი მამაკაცი ღამის თორმეტ საათზე უცხო სახლში შესვლას ცდილობდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

უცნობი პირები მეზობელმა შეამჩნია და პოლიციაში დარეკა. პოლიციის მოსვლის შემდეგ მამაკაცებმა გაქცევა სცადეს, რა დროსაც ქართველმა მამაკაცმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

მამაკაცი სასწრაფო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საკონსულო უკვე ხაზეა გარდაცვლილის ოჯახთან და დაწყებბულია გარდაცვლილი მამაკაცის გადმოსვვენების პროცედურები. რაც შეეხება მეორე მამაკაცს, ის საბერძნეთის პოლიციამ დააკავა.