2 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 2 იავარი +11°C, 3 იანვარი +7°C, 4 იანვარი +7°C, 5 იანვარი +5°C.