ვინ მიიღო წლის რუსთაველის წოდება [photo]

2020-01-01 21:58:59

2019 წლის გამორჩეული რუსთაველები ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.

წლის რუსთაველის საპატიო წოდება მიენიჭათ: მუსიკოსს, ფოლკლორული ანსამბლის ,,თუთარჩელა“ ხელმძღვანელს, თამარ ბუაძეს. 2019 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თამარ ბუაძის წიგნი ,, Leiderbuch Georgien” იყო წარმოდგენილი, გასულ წელს, ,,თუთარჩელამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა და წარმატებული ტურნეები გამართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში.

კალიგრაფისტ ნიკა ღუნაშვილს, რომლის მიერ შექმნილი ქართული ანბანის კალიგრაფიებით გაფორმებული ტრამვაი სტრასბურგში მოძრაობს. ალექსანდრე წივწივაძეს- რუსთაველ ნიჩბოსანს, რომელიც საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და 2019 წელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მონაწილეცაა.

გიორგი მელიქიშვილს, მკლავჭიდში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონს ჭაბუკთა შორის,
სტუდია ,,გუთანის“ დამფუძნებელ, ალექსანდრე გელაშვილს, რუსთავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელს, არაერთი არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევისა და ნაშრომის ავტორს, ნაზი პაჭიკაშვილს, რომლის უშუალო ძალისხმევითაც გადაწყდა 2019 წელს, რუსთავის ციხის რესტავრაციის დაწყება.
შ.შ.ს. ოპერატიულ-საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს, მამუკა ნებიერიძეს, რომლის მონაწილეობითაც, სისხლის სამართლის არაერთი დანაშაული გაიხსნა 2019 წელს.

რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს მეხანძრე-მაშველს, ნოდარ მელაძეს, ქალაქის ყველაზე ასაკოვან მეეზოვეს, აგრაფინა გრიგალაშვილს, ელენე (ლია) ბეჟანიშვილს, რომელიც 1968 წლიდან მუშაობს რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. 2019 წელს, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა მას ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიანიჭა.